Belive

როდის დაბრუნდება ლიონელ მესი მოედანზე?

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ცნობილია, კორონავირუსის დამარცხების შემდეგ, როდის დაბრუნდება ლიონელ მესი მოედანზე. Mundo Deportivo-ს ცნობით, არგენტინელი სუპერვარსკვლავი "პსჟ-ს" და არგენტინის ნაკრებს ჯამში ოთხ შეხვედრაში ვერ დაეხმარება და მოედანზე სავარაუდოდ, თებერვალში დაბრუნდება. "პარი სენ-ჟერმენს" შემდეგი შეხვედრა 16 იანვარს, საფრანგეთის ლიგა 1-ში, "ბრესტის", 21-ში კი იგივე ტურნირზე უკვე "რეიმსის" წინააღმდეგ ელის. რაც შეეხება არგენტინის ნაკრებს, რომელსაც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე მოხვედრა უკვე გარანტირებული აქვს, ამ ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოახლოებულ სანაკრებო პაუზის დროს ორ მატჩს გამართავს: 28 იანვარს სტუმრად, ჩილესთან, ხოლო 2 თებერვალს საშინაო კედლებში კოლუმბიის წინააღმდეგ. მიმდინარე სეზონში, “პარი სენ-ჟერმენის” მაისურით 34 წლის ფეხბურთელს ყველა ტურნირზე 16 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი და 5 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები