ესპანელი ჟურნალისტი - მბაპემ რეალთან კონტრაქტი 30 იანვარს გააფორმა
მარკას ჟურნალისტის, რამონ ალვარესის, ცნობით, ,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, მადრიდის ,,რეალთან'' კონტრაქტს ხელი 30 იანვარს მოაწერა. წყაროს ინფორმაციით, ხელშეკრულების გაფორმებას ფეხბურთელის ადვოკატი, ,,სამეფო გუნდის'' გენერალური დირექტორი და ეკონომიკურ საკითხებში კლუბის ვიცეპრეზიდენტი დაესწრნენ. გუშინ მარკამ დაწერა, რომ მბაპე ,,რეალთან'' კონტრაქტის პირობებს 18 მარტამდე შეათანხმებდა, ტრანსფერი კი ოფიციალურად სეზონის ბოლოს დადასტურდებოდა. ესპანური გამოცემის ცნობით, 23 წლის ფეხბურთელის ანაზღაურება ,,სამეფო გუნდში” 25 მილიონი ევრო იქნება. გარდა ამისა, კილიანი ხელშეკრულების გაფორმებისთვის ბონუსის სახით 60-80 მილიონ ევროს მიიღებს. მბაპე ,,პსჟ-ში” 2017 წლიდან თამაშობს. შემტევის ანგარიშზე პარიზული კლუბის მაისურით ჩატარებულ 208 შეხვედრაში 158 გოლი და 78 საგოლე გადაცემაა. ფრანგს გუნდთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება.
🚨 MBAPPE FIRMÓ por el REAL MADRID el 30 de ENERO https://t.co/cLXCUpG68h vía @YouTube — Ramón Álvarez de Mon (@Ramon_AlvarezMM) March 13, 2022