Belive

რობინ ლე ნორმანი ატლეტიკოში გადავიდა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ეპანელი ცენტრალური მცველი, რობინ ლე ნორმანი ოფიციალურად მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელია. დიეგო სიმეონეს გუნდმა, გასულ სეზონში, უჩვეულოდ ბევვრი გოლი გაუშვა, ახლა კი, როცა კლუბიდან ერმოსო წავიდა და დიდი შანსია სტეფან სავიჩიც ასე მოიქცეს, ლე ნორმანი ცენტრალური დაცვის ხაზის ლიდერი იქნება.

2019 წელს, "რეალ სოსიედადის" პირველ გუნდში დაწინაურების შემდეგ, წარმოშობით ფრანგმა ფეხბურთელმა 221 მატჩი ჩაატარა და 27 წლის ასაკში გახდა იმ გუნდის დაცვის ლიდერი, რომელიც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა.

მადრიდის "ატლეტიკო" და "რეალ სოსიედადი" რობინ ლე ნორმანის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. ფეხბურთელი უახლოეს დღეებში დარეგისტრირდება, მაშინ, როდესაც ის შვებულებიდან დაბრუნდება, ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონობის შემდეგ - ვკითხულობთ მადრიდის ატლეტიკოს X-ზე

სხვა სტატიები