Belive

რობერტსონი 2023 წელს ვეღარ ითამაშებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლივერპულისა" და შოტლანდიის საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავი - ენდი რობერტსონი, 2023 წელს მოედანზე გასვლას ვეღარ შეძლებს. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, მერსისაიდელთა განაპირა მცველს ამოვარდნილი მხრის გამო, გადაუდებელი ოპერაციის ჩატარება ესაჭიროება.

მხარზე ოპერაციის ჩატარების შემდეგ, ენდი რობერტსონი ხანგრძლივ სარეაბილიტაციო პერიოდს გაივლის, რომელიც მინიმუმ 3 თვე გაგრძელდება. "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა - იურგენ კლოპმა, ასევე დაადასტურა, რომ რობერტსონი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

კლოპს მარცხენა მცველის პოზიციაზე კოსტას ციმიკასის ალტერნატივა გააჩნია და ბერძენმა მცველმა უკვე დაამტკიცა, რომ რობერტსონის ღირსეულად შეცვლა შეუძლია.

სხვა სტატიები