რობერტო მარტინესმა რონალდუს შთამბეჭდავ მიზანზე ისაუბრა
11 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე თვის წინ, კრიშტიანუ რონალდუ გახდა პირველი კაცი ფეხბურთელი, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში 200-მატჩიან ნიშნულს მიაღწია.
თუმცა, პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რობერტო მარტინესის თქმით, 38 წლის ვარსკვლავის ახალი მიზანი კიდევ უფრო შთამბეჭდავია:
,,როცა პორტუგალიის ნაკრებში დავინიშნე, რონალდუ 200 მატჩის მიღწევასთან ძალიან ახლოს იყო.
პირადი საუბრისას, ვკითხე - ,,200 შეხვედრა ეროვნულ გუნდში არის ის, რაც გაინტერესებს, თუ არა?''
მან კი მიპასუხა - ,,მე 250 მატჩზე ვფიქრობ.'' - რობერტო მარტინესი
ამ მომენტისთვის რონალდუს ანგარიშზე პორტუგალიის ნაკრებში ჩატარებულ 205 შეხვედრაში 128 გოლია (ორივე შედეგი რეკორდულია).
ეროვნულ გუნდში გამართული მატჩების რაოდენობით, მეორე ადგილს ქუვეითელი ბადერ ალ-მუტავა (196) იკავებს, მესამეზე კი მალაიზიელი სოჰ ჩინ ანია, რომელსაც ნაკრებში 219 მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა ფიფა მხოლოდ 195-ს აღიარებს.
“250 caps interests me”@Cristiano had a surprise for Roberto Martinez when he took over as Portugal coach. pic.twitter.com/PjxFAI9mP7
— Freddie Ljungberg (@freddie) December 22, 2023