Belive

კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთის ლიგამ დისკვალიფიკაციით დასაჯა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიელი ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ უხამსი ჟესტის გამო დაისაჯა.

საუდის არაბეთის საფეხბურთო ლიგის დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ,,ალ შაბაბთან'' მოგებული მატჩის დროს გამოყენებული ჟესტიკულაციისთვის, კრიშტიანუს ერთი შეხვედრის გამოტოვება და ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევს.

,,ალ ნასრის'' ლიდერს 2 600 დოლარის გადახდა დაეკისრა, გარდა ამისა, მან 5 300 დოლარი მეტოქე გუნდს უნდა გადაუხადოს.

მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზე არაბული კლუბის მაისურით ჩატარებულ 29 შეხვედრაში 28 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები