Belive

რობერტო მარტინესი: ,,რონალდუ ნაკრებში 19 წელია თამაშობს და პატივისცემას იმსახურებს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა:

,,მინდა, ფეხბურთელებს შევხვდე და ყველას დაველაპარაკო. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 26 მოთამაშე იყო და კრიშტიანუ ერთ-ერთი მათგანია.

რონალდუ ნაკრებში 19 წელია თამაშობს და პატივისცემას იმსახურებს. ჩვენ მასთან ერთად განვიხილავთ თუ როგორ ავაშენოთ უკეთესი გუნდი. მუშაობას ხვალ ვიწყებთ.

ყველა ფეხბურთელს პატივს ვცემ, გამიხარდება თუ ისინი ჩემ გვერდით იქნებიან,'' - განაცხადა მარტინესმა.

რობერტო მარტინესმა პორტუგალიის ნაკრებთან კონტრაქტი დღეს გააფორმა. 49 წლის სპეციალისტმა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფერნანდუ სანტუში ჩაანაცვლა.

სხვა სტატიები