Belive

"რობერტო დე ძერბი მანჩესტერ იუნაიტედს ან ტოტენჰემს ჩაიბარებს" - The Telegraph

15 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიელი მწვრთნელი, რობერტო დე ძერბი ახალი სეზონიდან მანჩესტერ იუნაიტედს ან ტოტენჰემს ჩაიბარებს, ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Telegraph ავრცელებს. 46 წლის სპეციალისტი პრემიერ ლიგაში დაბრუნებასთან ახლოსაა და აღნიშნული ორი გუნდიდან ერთ-ერთის მწვრთნელობის ყველაზე რეალური კანდიდატია.

წყაროს ცნობით, ტოტენჰემის ვარიანტი იმ შემთხვევაში განიხილება თუ გუნდი პრემიერ ლიგაში დარჩება და თუ ლონდონური გუნდი ჩემპიონშიპში დაქვეითდება, მაშინ ეს ვარიანტი გამოირიცხება. აქედან გამომდინარე ჯერჯერობით დე ძერბის მომავალი გაურკვეველია, მაგრამ დიდი ალბათობით მას ინგლისის უმაღლეს დივიზიონში კვლავ ვიხილავთ.

შეგახენებთ, რომ დე ძერბი ბოლოს მარსელის მთავარი მწვრთნელი იყო, მაგრამ დაახლოებით 1 თვის წინ მან ფრანგული გუნდი დატოვა და ამჟამად უკლუბოდაა. იტალიელი სპეციალისტისთვის ერთადერთი პრემიერლიგური კლუბი ბრაიტონი იყო, რომელსაც მარსელამდე წვრთნიდა.