Belive

რობერტ ლევანდოვსკი: "არ მგონია სხვაგან ვითამაშო, კარიერის დასრულება ბარსელონაში მსურს"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის "ბარსელონას" და პოლონეთის ეროვნული ნაკრების სუპერვარსკვლავმა - რობერტ ლევანდოვსკიმ, პოლონეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელების შემდეგ, პოლონურ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ იგი ბარსელონას დატოვებას არ აპირებს.

36 წლის ფორვარდს პოლონელმა ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, რომ ბოლო პერიოდში ხშირად ისმის ჭორები იმის შესახებ, რომ კლუბში ბედნიერი არ ხარ და ამ კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებ, რაზეც ლევანდოვსკიმ შემდეგი პასუხი გასცა.

"36 წლის ვარ და ბედნიერი ვარ, რომ კვლავ ბრწყინვალე ფორმაში ვიმყოფები - ეს ყველაფერი კი სწორედ ამ კლუბის დამსახურებაა, რადგან აქ თავს იდეალურად ვგრძნობ.

ბედნიერი ვარ არა მხოლოდ კლუბში, არამედ ქალაქშიც და ამ კლუბის გულშემატკივრებთან ერთადაც. ძალიან კარგია ბარსელონა, ამ ასაკში რომ სხვაგან გადავიდე, ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ ფორმაში ვეღარ შევიდე და ისე ვერ მოვეწყო იმ კლუბში, როგორც მინდა, სწორედ ამიტომ აქ თავს იდეალურად ვგრძნობ.

მინდა, რომ კარიერა ამ კლუბში დავასრულო, რადგან აქ ძალიან კარგია..." - რობერტ ლევანდოვსკი

36 წლის რობერტ ლევანდოვსკი პოლონეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად მე-12-ედ დასახელდა. მისი გადატვირთული გრაფიკის გამო, მისი პრიზი სახლში დედამ წაიღო.

შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკი კატალონიური გრანდის ღირსებას 2022/2023 წლების სეზონიდან იცავს, რა პერიოდშიც მან 125 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 88 გოლის გატანა და 20 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები