Belive

რივერ პლეიტის ფანებმა შეურაცხმყოფელი სიმღერა ენცოს თანდასწრებით შეასრულეს

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ნაკრებისა და "ჩელსის" ნახევარმცველი, ენცო ფერნანდესი, არგენტინის ჩემპიონატში, ყოფილი კლუბის "რივერ პლეიტისა" და "ლანუსის" მატჩს დაესწრო. ერთი შეხედვით ამაში ცუდი არაფერია, თანაც ენცო, ტაიმებს შორის შესვენებისას მინდორზე გავიდა, გულშემატკივარს მიესალმა და სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

Liberta Depre იუწყება, რომ რივერის ულტრასებმა, სწორედ ამ დროს, საფრანგეთის ნაკრების მიმართ შეურაცხმყოფელი სიმღერა დაიწყეს, ეს ის სიმღერაა, რის გამოც ენცოს ფერნანდესმა ბოდიში მოიხადა და თავადაც და არგენტინის ნაკრების სხვა ფეხბურთელებიც დიდი კრიტიკის ობიექტები გახდნენ.

შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკის ფინალის შემდეგ, ენცო ფერნანდესის live-დან ისმის სიმღერის ტექსტი, რომელსაც არგენტინელები გასახდელში მღერიან და ეს ტექსტი საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებს რასისტულ კონტექსტში მოიხსენიებს. ამ ფაქტის შემდეგ, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ არგენტინელ ფეხბურთელებს FIFA-ში უჩივლა, ენცო ფერნანდეს კი რამდენიმე თანაგუნდელთან, რომლებიც ჩელსიში თამაშობენ, ურთიერთობა გაუფუჭდა.

სხვა სტატიები