Belive

რივერ პლეიტი ენცო ფერნანდესის ტრანსფერიდან სოლიდურ თანხას მიიღებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების 22 წლის ნახევარმცველი - ენცო ფერნანდესი, პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.

ენცო "ჩელსიში" ოფიციალურად გადავიდა, მისი ტრანსფერი კი ლონდონურ კლუბს €120 მილიონი ევრო დაუჯდა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ენცო ფერნანდესი "ბენფიკაში" მხოლოდ 7 თვე თამაშობდა, კარიერა "რივერ პლეიტში" დაიწყო, პორტუგალირ კლუბში კი £16 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა.

არგენტინულ კლუბს ენცო ფერნანდესის კონტრაქტი შემდეგი პუნქტი ედო: "იმ შემთხვევაში თუ ენცო "ბენფიკას" დატოვებს, რივერ პლეიტი მისი ტრანსფერიდან 25%-ს მიიღებს".

ენდო ფერნანდეშის სატრანსფერო ღირებულება 121 მილიონი იყო, შესაბამისად "რივერმა" 30.5 მილიონი გამოიმუშავა.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "რივერ პლეიტის" სარეკორდო ტრანსფერი ხავიერ სავიოლაა, რომელიც "ბარსელონაში" €35 მილიონი ევროს სანაცვლოდ 2001 წელს გადავიდა.

სხვა სტატიები