Belive

რივალდო: "კოუტინიოს წარუმატებლობა მესის ბრალია"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რივალდო თანამემამულის, ფელიპე კოუტინიოს "ბარსელონაში" ცუდ თამაშს მესის "აბრალებს". რივალდოს თქმით, ყოველთვის ძალიან რთულია იმ გუნდში თამაში, რომელშიც მთავარი ფიგურა მესია.
"მე ყოველთვის მჯეროდა, რომ კოუტინიოს ბარსელონასთვის წარმატების მოტანა შეეძლო, თუმცა ეს ასე არ მოხდა და ორივე მხარემ გადაწყვიტა თანამშრომლობის შეწყვეტა. გულ გატეხილი ვარ მისი წარუმატებლობის გამო, მაგრამ თავად კოუტინიო თავს ბედნიერად ვერ გრძნობდა. საუკეთესო პერიოდი მას ლივერპულში ჰქონდა. ყოველთვის რთულია იპოვნო შენი თავი იმ გუნდში, რომელშიც მესი თამაშობს. მსოფლიოში სულ რამდენიმე მოთამაშე არსებობს, რომლებსაც ამ ბარიერის გადალახვა შეუძლიათ. სამწუხაროდ, კოუტინიო ესეთი არ აღმოჩნდა. არგენტინელი ვარსკვლავი გუნდის ლიდერი და კაპიტანია. ის უმაღლეს დონეზე კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში ითამაშებს, ასე რომ ძალიან რთულია რომელიმე მოთამაშემ თავისი საუკეთესო მხარე გამოავლინოს" - განაცხადა რივალდომ.
შეგახსენებთ, რომ ფელიპე კოუტინიომ "ბარსელონა" დატოვა და იჯარის წესით "ბაიერნში" გადაბარგდა. კოუტინიომ კატალონიურ გრანდში ორი სეზონი გაატარა. 76 მატჩის ჩატარება მოასწრო და 21 ბურთის გატანა შეძლო.  

სხვა სტატიები