Belive

"რისკი ყოველთვის არსებობს" - კარლსრუეს მწვრთნელი ბუდუს ტრანსფერზე

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში, ბუდუ ზივზივაძე ბრწყინვალედ ასპარეზობს. "კარლსრუეს" ქართველმა ვარსკვლავმა უკვე შეძლო 11 გოლის გატანა და თანაგუნდელები 3 საგოლე გადაცემითაც მოამარაგა, რითიც გერმანული სპორტული ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში მოექცა.

სხვადასხვა წყაროს მტკიცებით, ბუდუ ზივზივაძის ტრანსფერით ბუნდესლიგის კლუბები ინტერესდებიან და დიდია ალბათობა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ზივზივაძემ "კარლსრუე" დატოვოს.

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, "კარლსრუეს" მთავარი მწვრთნელი, კრისტიან აიხნერი გამოეხმაურა, რომელმაც გულშემატკივრევს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

ბუდუ ზივზივაძის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მშვიდად ვართ, მაგრამ არც უყურადღებოდ ვიქცევით. ფინანსები აუცილებელია, რადგან ჩვენ შემოსავალზე ვართ დამოკიდებული. ამიტომ, ყოველთვის არსებობს რისკი, რომ რომელიმე ფეხბურთელს დავკარგავთ.

მიუხედავად ამისა, ზივზივაძის ტრანსფერთან დაკავშირებით სიმშვიდეა. ვიცი, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება - ყოველ შემთხვევაში, ჩემამდე ინფორმაცია არ მოსულა. - კრისტიან აიხნერი.

შეგახსენებთ, ბუნდესლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ბუდუ ზივზივაძემ 11 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო, რითიც ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას. რაც შეეხება "კარლსრუეს", კლუბი 26 ქულით მე-8 პოზიციაზე იმყოფება და გათამაშების ლიდერს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები