Belive

რიშარლისონი კონტეს დაუპირისპირდა: "მე აქ 5 წუთის სათამაშოდ არ მოვსულვარ..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის "ტოტენჰემის" ფორვარდი - რიშარლისონი, ლონდონური კლუბის მთავარ მწვრთნელს - ანტონიო კონტეს დაუპირისპირდა.

დაპირისპირების მიზეზი ბრაზილიელის სათამაშო დროა, რომელიც ფეხბურთელს თითქმის არ ეძლევა.

"მე პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ, ყოველდღიურად უამრავს ვმუშაობ, რათა თავი დავიმკვირდო როგორც ეროვნულ ნაკრებში, ასევე კლუბში. ამ კლუბში სათამაშო დროით უკმაყოფილო ვარ, რადგან დრო თითქმის არ მეძლევა. ამ სიტყვებისთვის ბოდიშს გიხდით, მაგრამ ის (კონტე) ჩემთვის არაფერს წარმოადგენს..."

შეგახსენებთ, რომ რიშარლისონი "ტოტენჰემში" 2022 წლის სატრანსფერო ფანჯარაზე "ევერტონიდან" გადავიდა. დედაქალაქურმა კლუბმა ბრაზილიელ ფორვარდში £50 მილიონი + £10 მილიონი ბონუსების სახით გადაიხადა.

ბრაზილიელმა ფორვარდმა "ტოტენჰემში" 17 მატჩი ჩაატარა, თუმცა გოლის გატანა ჯერჯერობით ვერ მოახერხა.

სხვა სტატიები