Belive

რიო ფერდინანდი | ტენ ჰაგს კრიზისის განმუხტვა შეეძლო!

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის ურთიერთობა არც ისე სახარბიელოა. კრიშტიანუ რონალდუსა და ერიკ ტენ ჰაგის დაპირისპირება, ინგლისური მედია საშუალებების სპეკულაციის ერთ-ერთი მთავარი თემაა. პრესას ჭორების აგორების საშუალებას რონალდუ და ტენ ჰაგიც აძლევენ.

ერთ-ერთი უკანასკნელი სკანდალი რონალდუს მიერ “ოლდ ტრაფორდის” ნაადრევად დატოვების შემდეგ აგორდა, რის გამოც ტენ ჰაგმა იგი დასაჯა და “ჩელსის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში განაცხადში არ შეიყვანა.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი რიო ფერდინანდმა გააკეთა, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას კრიზისის განმუხტვა შეეძლო.

"არ ვამბობ, რომ რონალდუ მართალია და სტადიონის ნაადრევად დატოვება მისაღებია. მისი საქციელი არასწორია, მაგრამ ვითარებას ფართო სპექტრში უნდა შევხედოთ - ამის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო! ეს მთავარი მწვრთნელის მოვალეობაა. მენეჯერს ევალება, რომ მოვლენებს ფართო სპექტრში შეხედოს".

"ყოველი მატჩის წინ, სერ ალექს ფერგიუსონი მაგიდასთან გვიხმობდა და ვითარებას გვიხსნიდა. ის გვეუბნებოდა, მისმინე, შენ არ ითამაშებ მომდევნო ორი მატჩის განმავლობაში, რადგან მჭირდები მესამე შეხვედრაში. შედეგად, ემოციური ფონი არ მძიმდებოდა და იმის გამო, რომ თამაშის საშუალება არ მიეცა, არავინ ბრაზობდა".

სხვა სტატიები