რიო ფერდინანდი: "მხოლოდ ერთი კაცია, ვინც 'ოქროს ბურთს' იმსახურებს
3 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარული ყოფილი ცენტრალური მცველი, რიო ფერდინანდი, 'ოქროს ბურთის' ციებცხელებაში ჩაება და თავისი ფავორიტიც ღიად დაასახელა. მიუნხენის ბაერნი საკუთარი ფეხბურთელის (ჰარი კეინის) წინ წამოწევას აქტიურად ცდილობს, ბავარიულმა კლუბმა ფერდინანდის ვიდეოც ამ კამპანიისთვის გამოიყენა.
ოქროს ბურთი... ოქროს ბურთი... ოქროს ბურთი.
სეზონში 73 გოლი! ერთ სეზონში ჰარი კეინზე მეტი გოლი მხოლოდ ლიონელ მესის გაუტანია. მან ევროპის ოქროს ბუცი მოიგო. სხვა ვინ, ხალხო? სხვა ვინ იმსახურებს ოქროს ბურთს ჰარი კეინზე მეტად? კარგით, რა!
ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ტოპ-5 ლიგაში, ერთ კლუბში, ყველაზე სწრაფად გაიტანა 100 გოლი. სერიოზულად! კარგით, ბიჭებო! მხოლოდ ერთი კაცია - ჰარი კეინი - ამბობს ფერდინანდი ვიდეოჩანაწერში
𝐓𝐡𝐞𝐫𝐞'𝐬 𝐨𝐧𝐥𝐲 𝐨𝐧𝐞 𝐦𝐚𝐧. 👑
— FC Bayern München (@FCBayern) September 12, 2026
Rio Ferdinand on why @HKane deserves the Ballon d'Or. pic.twitter.com/sA9oP9s6SD
რიო ფერდინანდი TNT Sports-ის მთავარი საფეხბურთო ანალიტიკოსი და ექსპერტია, სადაც რეგულარულად აშუქებს ინგლისის პრემიერლიგისა და უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩებს. ინგლისელი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი სპორტის ჟურნალისტია მსოფლიოში.