Belive

რიად მაჰრეზი ალ აჰლის კონტრაქტზე შეუთანხმდა

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' შემტევი, რიად მაჰრეზი საუდის არაბეთში გადასვლასთან ახლოსაა. ინფორმაციას Goal.com-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ალჟირელი ფეხბურთელი ,,ალ აჰლის'' კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა და არაბულ გუნდში გადასვლის შემთხვევაში, წელიწადში 25 მილიონ ფუნტს მიიღებს.

,,სიტი'' ,,ალ აჰლისგან'' ოფიციალურ შეთავაზებას ელოდება. როგორც ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი წერს, არაბები მზად არიან, მაჰრეზის სანაცვლოდ 30 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.

,,ალ აჰლიმ” წელს რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი უკვე გაიფორმა – არაბებმა ,,ლივერპულიდან” რობერტო ფირმინო, ,,ჩელსიდან” კი ედუარ მენდი გადაიყვანეს.

სხვა სტატიები