Belive

რეშფორდი, სტერლინგი და ლივერპულის ვარსკვლავები ჰარვი ელიოტის უმძიმეს ტრავმას გამოეხმაურნენ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში, "ლიდსი" "ლივერპულს" დაუპირისპირდა. "ელანდ როუდზე" გამართული მატჩი მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 0:3 დასრულდა. დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვების მიუხედავად, "ლივერპულის" ფეხბურთელებს საზეიმო განწყობა არ ჰქონიათ. შეხვედრის 67-ე წუთზე, პასკალ შტრუიკმა უხეში ვარდნა შეასრულა, რის შედეგადაც ჰარვი ელიოტმა კოჭი მოიტეხა. მერსისაიდული გრანდის ამომავალი ვარსკვლავის უმძიმესი ტრავმის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. "ლივერპულის" ვარსკვლავებმა ჰარვი ელიოტი Twitter-ზე განთავსებული პოსტებით გაამხნევეს. ორ გუნდს შორის არსებული დაპირისპირების მიუხედავად, ელიოტის ტრავმას მარკუს რეშფორდიც გამოეხმაურა და მას მალე გამოჯანმრთელება უსურვა. ელიოტის ტრავმას ყოფილი "ლივერპულელი" რაჰიმ სტერლინგიც გამოეხმაურა.





სხვა სტატიები