Belive

რენთან მატჩისას პარი სენ ჟერმენის ულტრასებმა საპროტესტო აქცია გამართეს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

,,პსჟ-სა'' და ,,რენის'' შეხვედრის დროს, პარიზული გუნდის ქომაგებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ფანები სტადიონზე 30-ე წუთისთვის შევიდნენ და გამოფინეს ბანერები, რომლებიც კლუბის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ იყო მიმართული. გულშემატკივრების აზრით, ფეხბურთელები საკმარისად მოტივირებულები არ არიან. ულტრასებმა რამდენიმე დღის წინ, განცხადება გაავრცელეს და გუნდის ხელმძღვანელობის მუშაობა გააკრიტიკეს. ფაქტს ,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო გამოეხმაურა:

,,ძალიან მნიშვნელოვან მომენტში ყველას ერთიანობისკენ მოვუწოდებ. დროა, ყველანი გავერთიანდეთ და ამ გუნდისთვის ვიბრძოლოთ. როცა სეზონი დასრულდება, შევაჯამოთ შედეგები, რათა ეს კლუბი პროგრესირდეს და საუკეთესოთა შორის დარჩეს,'' - პოჩეტინოს სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.
ლიგა 1-ის 24-ე ტურში ,,პსჟ-მა'' ,,რენს'' უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულს კილიან მბაპემ გაიტანა, რომელმაც ლეო მესის გადაცემით ისარგებლა. პოჩეტინოს გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატს 59 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან ,,მარსელს'' 16 ქულით უსწრებს. პარიზელები მომავალ მატჩს სამშაბათს, 15 თებერვალს, ,,რეალის'' წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები