Belive

მაურისიო პოჩეტინო: "ოპტიმისტი ვარ, თუმცა მადრიდში ძალიან რთული მატჩი გველოდება"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, “პარი სენ-ჟერმენმა” მადრიდის “რეალი” საშინაო კედლებში – 1:0 დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფრანგული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ კომენტარი გააკეთა.
"ძალიან ბედნიერი ვარ ფეხბურთელებით, რომლებიც ამას იმსახურებენ. ვფიქრობ, შედეგზე საუბარი ცოტა ცოტა ნაადრევია, მაგრამ ეს გვაძლევს მადრიდის იმედს, რადგან ვიცით, რომ იქ თამაში ძალიან რთული იქნება. მადრიდელთა დაცვა კარგი ზეწოლით გავარღვიეთ. ისინი კოლექტიურად ძალიან მაღალ დონეზე თამაშობენ, რაშიც წარმოუდგენელი შესაძლებლობების მქონე ნახევარმცველები ეხმარებათ. "რეალს" საკუთარ ნახევარზე თამაში ვაიძულეთ, თუმცა მოედნის ბოლო მესამედში ალბათ ცოტა აგრესიულობა გვაკლდა. ჩვენ დიდი ძალისხმევა ჩავდეთ და გუნდის ასეთი ერთგულება ძალიან კარგია. გავრისკეთ, მაგრამ ამავე დროს, ძალიან ფხიზლად ვიყავით. ეს გამარჯვება "პსჟ-მ" დაიმსახურა. რაღაც მომენტი გარდამტეხი გამოდგა, მაგალითად, როგორც "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ შეხვედრაში. იმ ნიჭის დამსახურებით, რომელიც გუნდში გვაქვს, თამაშსაც ვაკონტროლებდით. მწვრთნელები ბუნებით ოპტიმისტები არიან, მაგრამ მადრიდის "რეალს" პატივი უნდა სცე და ვიცით, რომ იქ რთული თამაში გველის. მეც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, თუმცა, მოდუნება არ შეიძლება. ეს უნდა იყოს საწყისი წერტილი. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ისევე ვითამაშებთ, როგორც პარიზში და მთავარია, რომ ჩვენ ის შინაგანი მოტივაცია ვიპოვოთ, რომელიც უფრო მეტი ასეთი ტიპის თამაშების ჩატარების შესაძლებლობას მოგვცემს ვამბობდი, რომ ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად მპაბეს წარმოუდგენელი სიმწიფე აქვს და იგი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. მე მასთან ერთად თითქმის ერთი წელიწადი და რამდენიმე თვეა ვმუშაობ და ყოველდღიურად ხედავ, რომ იგი უმაღლესი დონისაა", - თქვა არგენტინელმა სპეციალისტმა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 94-ე წუთზე კილიან მბაპემ, ნეიმარის პასის შემდეგ, ეფექტური გარღვევის შედეგად გაიტანა. გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 10 მარტს, მადრიდში, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება და თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები