Belive

რეკლამა შუა ფეხბურთისას - FIFA ნებართვას იძლევა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, წყლის შესვენების დროს, რეკლამა დაინერგება.

რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით, The Athletic იტყობინება, რომ ფიფა მაუწყებლებს, მსოფლიო ჩემპიონატის დროს, წყლის შესვენებისას, ტრანსლაციების რეკლამებით შეწყვეტის უფლებას მისცემს. ცვლილება უკვე განიხილეს მაუწყებლების ხელმძღვანელებთან. დეკემბერში გამოცხადდა, რომ სამწუთიანი შესვენებები თითოეული ტაიმის შუაში იქნება (ამინდის პირობების მიუხედავად).

აღსანიშნავია, რომ ტაიმ-აუტების დროს ტრანსლაციებიდან რეკლამებზე გადასვლა კალათბურთსა და ამერიკულ ფეხბურთში გავრცელებული პრაქტიკაა, თუმცა ეს ფეხბურთში არასდროს მომხდარა.

სხვა სტატიები