Belive

რეინჯერსმა ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

გუშინდელ შეხვედრაში შოტლანდიელები "აიაქსთან" 3:1 დამარცხდნენ და ეს იმას ნიშნავს, რომ ჯგუფში ექვსივე თამაში წააგეს. შარშანდელი სეზონის შემდეგ, როცა გუნდმა ევროპა ლიგის ფინალი ითამაშა, ეს შედეგი გულშემატკივრისთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო.

გლაზგოელთათვის ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა ცუდად დაიწყო. მათ პირველივე შეხვედრა, "აიაქსის" წინააღმდეგ, 4:0 დათმეს. შემდეგი იყო "ნაპოლისთან" 3:0 მარცხი, "ლივერპულთან" 2:0 და საბოლოო დარტყმა გულშემატკივრებმა "აიბროქსზე" მიიღეს, როცა შინ მერსისაიდელებთან 1:7 დამარცხდნენ.

"ბოლო სამი წელია ევროპაში კარგად ვთამაშობთ, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვართ "აიაქსის" დონეზე. ჩვენ ნელ-ნელა ვვითარდებით. "აიაქსის" მოთამაშეები მთლიანობაში უფრო მაღალი დონის არიან და ამსტერდამელთა ბიუჯეტიც უფრო მაღალია. მათ ფეხბურთელები 100 მილიონ ფუნტად იყიდეს. ჩვენ "აიაქსს" ვერც კი შევედრებით." - განუხცადა ვან ბრონკჰორსტმა Sky Sports-ს "აიაქსთან" მატჩამდე.

შოტლაინდელებმა ჯგუფურ ეტაპზე 22 გოლი გაუშვეს და საპასუხოდ მხოლოდ ორის გატანა შეძლეს. დაფიქსირებული შედეგით"რეინჯერსმა", 2011 წელს "დინამო ზაგრების" მიერ დამყარებული ანტი-რეკორდი გაიმეორა. თუმცა, ხორვატებმა მათზე ერთით მეტი გოლის გატანა შეძლეს. აქედან გამომდინარე, ვან ბრონკჰორსტის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირა.

სხვა სტატიები