Belive

,,რეგლამენტში წერია, რომ ძალადობის ნებისმიერი მცდელობა წითელი ბარათით უნდა დაისაჯოს'' - იტალიელი მსაჯი გატისა და კვარას ეპიზოდზე

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,იუვენტუსისა'' და ,,ნაპოლის'' შეხვედრის პირველ ტაიმში ტურინული გუნდის მცველმა, ფედერიკო გატიმ, ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ იუხეშა, თუმცა მატჩის მთავარ მსაჯს, მიკელ ფაბრის, მომენტისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

ეპიზოდი DAZN-თან საუბარში ყოფილმა იტალიელმა მსაჯმა, ლუკა მარელიმ შეაფასა:

,,ეპიზოდი ძალიან საკამათოა. შეკრული მუშტი, გატი იღიმება, ჩემი აზრით, ეს საკმარისი საბაბი იყო იმისთვის, რომ მომენტი მოედანს გარეთ განხილულიყო. ,,იუვენტუსის'' მცველმა სერიოზულად გარისკა. რეგლამენტში ნათლად წერია, რომ ძალადობის ნებისმიერი მცდელობა წითელი ბარათით უნდა დაისაჯოს,'' - განაცხადა მარელიმ.

იტალიის სერია A-ს 31-ე ტურში ,,ნაპოლი” ,,იუვენტუსს” ესტუმრა და 1:0 დაამარცხა.

31 ტურის შემდეგ ნეაპოლელებს 78 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე არიან. სპალეტის გუნდი მომავალ შეხვედრას 29 აპრილს, ,,სალერნიტანას” წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები