რებიჩი და კრუნიჩი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ, ტეოს ტესტმა მცდარი პასუხი აჩვენა
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"მილანის" ფეხბურთელები, ანტე რებიჩი და რადე კრუნიჩი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ, ტეო ერნანდესს კი PCR ტესტმა მცდარი პასუხი აჩვენა - იუწყება მილანური კლუბის ოფიციალური საიტი.
"მილანის" საიტზე დაყრდნობით, შეგვიძლია გაცნობოთ, რომ ბოსნიელი, ხორვატი და ფრანგი ფეხბურთელები ვარჯიშს უკვე შეუდგნენ და მომავალ მატჩებში დაეხმარებიან, რომელსაც "მილანი" "ატალანტასთან" 23 იანვარს გამართავს. შეგახსენებთ, რომ მილანური კლუბი სერია ა-ს 18 ტურის შემდეგ 43 ქულით ლიდერობს.Official Statement: Ante Rebić, Rade Krunić, Theo Hernández ➡ https://t.co/E0YA8yJpSi Comunicato Ufficiale: Ante Rebić, Rade Krunić, Theo Hernández ➡ https://t.co/AyP86qLO99 #SempreMilan pic.twitter.com/1bKqTENzZC — AC Milan (@acmilan) January 21, 2021