Belive

კილიან მბაპემ და კინგსლი კომანმა ბოლო ვარჯიში გამოტოვეს

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კილიან მბაპემ და კინგსლი კომანმა ვარჯიში გამოტოვეს.

მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ნაკრები გერმანიაში დაბინავდა, ექიმების ჯგუფს არაერთმა ფეხბურთელმა მიმართა. ყველა მათგან ვირუსული სიმპტომები აღმოაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი მძიმე არ არის დეშამმა გადაწყვიტა, რომ მბაპე და კომანი იზოლაციაში დატოვოს.

ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა უსმან დემბელეს, რომელიც უკვე გამოკეთდა.

ახლა ბევრად უკეთ ვარ. სიცხე მქონდა და გუნდში ერთ-ერთი პირველი ვიყავი, რომელიც ცუდად გახდა. გუნდის საერთო მდგომარეობა უკეთესია. რამდენიმე დღეში ყველა კარგად იქნება. - განაცხადა უსმან დემბელემ

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე D ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მოწინააღმდეგეები ავსტრია, პოლონეთი და ნიდერლანდები იქნებიან. დიდიე დეშამის გუნდს პირველი მატჩი 17 ივნისს ავსტრიის წინააღმდეგ ელის.

სხვა სტატიები