Belive

რეალთან მატჩის შემდეგ, Domino's Pizza-მ ჰოლანდს დასცინა

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

9 აპრილს ჩემპიონთა ლიგაზე საოცარი შეხვედრა ვიხილეთ. "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალმა" და "სიტიმ" ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი შემოგვთავაზეს. მატჩის მიმართ მოლოდინები გამართლდა და 90-წუთიანი ბრძოლა 3:3 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ერლინგ ჰოლანდს საკმაოდ ცუდი თამაში ჰქონდა. რუდიგერმა ნორვეგიელს ფაქტობრივად არაფრის საშუალება მისცა. გერმანელი მცველი მთელი შეხვედრის განმავლობაში ერლინგს არ მოსცილებია და მისი პერფორმანსიც შესაბამისი იყო.

ამის შესახებ ცნობილმა სარესტორნო ქსელმა Domino's Pizza-მ კარგი ხუმრობა შემოგვთავაზა.

რაღაცები რაც ქრება
- ჩვენი პიცის ნაჭრები
- ჰოლანდი დიდ თამაშებში -

"სიტისა" და "რეალის" განმეორებითი შეხვედრა 17 აპრილს 23:00 საათზე არის ჩანიშნული. ამჯერად, ინგლისურ-ესპანური დაპირისპირება "ეტიჰად სთეიდიუმზე" გაიმართება.

სხვა სტატიები