ევროპის ჩემპიონატის ფინალს ფრანგი მსაჯი გაუძღვება
ევროპის ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება - წინ ერთადერთი, ფინალური მატჩია დარჩენილი, სადაც ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გამოვლინდება.
ესპანეთის ისტორიული მეოთხე ევროპის ჩემპიონობა თუ ინგლისის პირველი სანაკრებო ტიტული?! - საკითხავი სწორედ ეს არის და ამ კითხვაზე პასუხს 14 ივლისს გავიგებთ.
რამდენიმე წუთის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალს, ფრანგი მსაჯი - ფრანსუა ლეტესიე გაუძღვება.
⚖️ ÁRBITROS | El francés François Letexier dirigirá la gran final de la Eurocopa.
— Selección Española Masculina de Fútbol (@SEFutbol) July 11, 2024
El árbitro galo, que ya pitó los octavos frente a Georgia, estará auxiliado por sus compatriotas Cyril Mugnier y Mehdi Rahmouni.
ℹ️ https://t.co/nqFGKkXgst#VamosEspaña | #EURO2024 pic.twitter.com/O8nZLBeeQQ
ევრო 2024-ის ფინალი 14 ივლისს გაიმართება. შეხვედრა 23:00 საათზე არის ჩანიშნული და მას ბერლინის ოლიმპიური სტადიონი უმასპინძლებს.