Belive

„რეალში ყველაფერს აზვიადებენ“ - ჩუამენი ვალვერდესთან კონფლიქტის დეტალების შესახებ

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ორელიენ ჩუამენიმ, გასულ მაისში ფედერიკო ვალვერდესთან მომხდარ ინციდენტზე პირველად ღიად ისაუბრა. მაშინდელმა ამბავმა კლუბის გასახდელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ორივე ფეხბურთელი კი ნახევარი მილიონი ევროთი დაჯარიმდა. ფრანგი ფეხბურთელი ამბობს, რომ რეალურად ყველაფერი ისე არ ყოფილა, როგორც მედიაში დაწერეს.

ფრანგმა კატეგორიულად უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, თითქოს ვალვერდესთან ფიზიკურად იჩხუბა. მისი თქმით, ფეხბურთელებს შორის გუნდის შიგნით მცირე შეხლა-შემოხლა და ემოციები ხშირია, მაგრამ საქმე „ჩხუბამდე“ არასდროს მისულა.

„დღეს გასახდელში რომ შეხვიდეთ, როგორც მწვრთნელმა თქვა, დაინახავთ, რომ მე და ფედეს კარგი ურთიერთობა გვაქვს და ჩვენს შორის პრობლემა არ არის, მოედანზე კი ყველაფერი რიგზეა“ - ორელიენ ჩუამენი

ფეხბურთელის აზრით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ მადრიდის „რეალში“ თითოეულ წვრილმანს სხვანაირად აშუქებენ. მსგავსი შიდასამზარეულო ამბები სპორტულ გამოცემებში დიდ სანახაობად იქცევა ხოლმე.

დღეს ეს ყველაფერი უკვე წარსულს ჩაბარდა და ფეხბურთელები სრულად უახლოეს გამოცდებზე არიან კონცენტრირებულნი. წინ „ელ კლასიკოა“, სადაც „რეალს“ „ბარსელონასთან“ პრინციპული მატჩი ელის. ჩუამენის თქმით, ამ ინციდენტმა მათ ურთიერთობა საერთოდ არ გაუფუჭა

სხვა სტატიები