რეალში გადასვლის შემთხვევაში, მბაპეს ხელფასი ამჟამინდელთან შედარებით, გაცილებით დაბალი იქნება
10 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, კილიან მბაპეს ტრანსფერი მადრიდის ,,რეალში'', შესაძლოა, სულ მალე დადასტურდეს.
,,რეალის წარმომადგენლები გრძნობენ, რომ მბაპე მზადაა, ნაბიჯი გადადგას და მადრიდულ გუნდს შეუერთდეს.
თუ სამეფო კლუბი პსჟ-ს ოფიციალური წინადადებით მიმართავს, მბაპეს ხელფასი ამჟამინდელ ანაზღაურებასთან შედარებით, გაცილებით დაბალი იქნება. ამის მიუხედავად, რეალის მესვეურები გარიგებაში დარწმუნებულები არიან.'' - წერს ფაბრიციო რომანო
მბაპეს ტრანსფერით მადრიდის ,,რეალის'' გარდა, ,,ლივერპულიც'' ინტერესდება.
მიმდინარე სეზონში 25 წლის შემტევის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 28 შეხვედრაში 29 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.
Transfermarkt-ის მონაცემებით, ფრანგის სატრანსფერო ღირებულება 180 მილიონი ევროა.
🚨 More on Kylian Mbappé. Real Madrid total confidence has also been shared in the dressing room.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) February 5, 2024
If he decided to sign for Real Madrid, the salary would have to be significantly lower than 2022.
🔴🔵 PSG have already prepared their backup plan, in case Mbappé decides to leave. pic.twitter.com/JCWoH2HjZU