Belive

რეალში გადასვლამდე როდრიგოს ბარსელონასთან შეთანხმება მიღწეული ჰქონდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

22 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი მადრიდში "სანტოსიდან" 2019 წელს 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

GOAL - თან საუბრისას როდრიგომ გაამხილა, რომ ვიდრე მას "რეალი" დაუკავშირდებოდა "ბარსელონასთან" უკვე შეთანხმებული იყო.

"ორი ვარიანტი მქონდა "ბარსელონა" ან "რეალი". უნდა ამერჩია და გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის რთული არ იყო. სხვათაშორის, "ბარსელონასთან" უკვე ყველაფერი შეთანხმებული მქონდა. ჩემთვის სიურპრიზი იყო, როცა საქმეში "რეალი" ჩაერთო. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი მომენტი იყო." - ამბობს როდრიგო.

ბრაზილიელმა შემტევმა "რეალთან" ერთად შვიდი ტიტული მოიგო, მათ შორის ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა. ამ სეზონში 22 წლის შემტევმა "ბლანკოსის" მაისური 32-ჯერ მოირგო და 10 გოლთან ერთად, 6 საგოლე გადაცემის შესრულებაც შეძლო.

სხვა სტატიები