Belive

კილიან მბაპემ პარი სენ-ჟერმენს სასამართლო დავა მოუგო და 61 მილიონის გადახდა დააკისრა

19 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის სასამართლომ პარი სენ-ჟერმენს კილიან მბაპესთვის 61 მილიონი ევროს პლიუს ბონუსების გადახდა დააკისრა, ინფორმაციას ფრანგული სპორტული გამოცემა RMC Sport ავრცელებს. წყაროს ცნობით, მბაპემ პარიზულ კლუბს გადაუხდელი ხელფასების ანაზღაურება მოსთხოვა, რაც სასამართლოს ოთხმა მოსამართლემ დააკმაყოფილა და გუნდი მრავალმილიონიან თანხის გადახდაზე დაავალდებულა. შეგახსენებთ, რომ დავა გუნდსა და ფეხბურთელს შორის 2024 წელს წარმოიშვა როდესაც მბაპემ პარი სენ-ჟერმენი დატოვა და რეალ მადრიდში გადასვლა გადაწყვიტა.

კილიან მბაპეს ადვოკატმა მოგებული სასამართლოს შემდეგ ასეთი რამ განაცხადა:

ჩვენ კმაყოფილები ვართ აღნიშნული გადაწყვეტილებით. ეს არის ის რასაც ველოდით, რადგან საქმე ეხებოდა გადაუხდელ ხელფასებს. - ფრედერიკ კასერო - კილიან მბაპეს ადვოკატი

საბოლოოდ გაირკვა, რომ პსჟ-მ მბაპეს სამი თვის ხელფასთან ერთად სხვადასხვა სახის ბონუსები არ გადაუხადა, რომელიც მისი კონტრაქტით იყო გათვალისწინებული. სასამართლოზე პსჟ-ს პრეტენზიები სრულად უარყოფილ იქნა და მოთხოვნილი თანხა აუცილებლად უნდა ანაზღაურდეს.

სხვა სტატიები