როგორც ჩანს, მარსელოს წასვლა მადრიდის "რეალიდან" უფრო და უფრო რეალური ხდება.
Don Balon-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ბლანკოსმა" თვალი დავიდ ალაბას დაადგა.
ავსტრიელი მარცხენა მცველის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 55 მილიონ ევროს შეადგენს.
ცნობისთვის, ალაბამ მიმდინარე სეზონში "ბიაერნის" მაისურით 31 მატჩი ჩაატარა, სადაც 2 გოლსა და 1 ასისტს მოუყარა თავი.