რეალმა ჯუდ ბელინგემის ძმის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო
მადრიდის "რეალმა" ჯუდ ბელინგემის ძმის - 18 წლის ჯობ ბელინგემის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ესპანური გამოცემა "Marca" ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შესაძლო ტრანსფერის მოლაპარაკებებში ჯუდ ბელინგემიც ჩაერთო.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ჯობ ბელინგემის ტრანსფერი კლუბის პრეზიდენტმა - ფლორენტინო პერესმა მოითხოვა.
🚨 Real Madrid sent chief scout Juni Calafat to watch Jobe Bellingham in action for England u19s after being given approval by Florentino Perez.
— Transfer News Live (@DeadlineDayLive) October 17, 2023
(Source: El Nacional) pic.twitter.com/0gblTUIl85
ჯობ ბელინგემი 18 წლის ფორვარდია, რომელიც "სანდერლენდისა" და ინგლისის 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში თამაშობს.
ჯობი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბირმნიგემიდან" "სანდერლენდში" გადავიდა და ჩემპიონშიფში უკვე 11 მატჩი ჩაატარა, სადაც მის ანგარიშზე 2 გატანილი გოლი და 1 შესრულებული საგოლე გადაცემაა.
18 წლის ინგლისელი ფორვარდი ამჟამად ინგლისის 19 წლამდელთა ნაკრებში თამაშობს და 2 მატჩი მას გოლი არ გაუტანია, თუმცა მას ინგლისის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია. შარშან "3 ლომის" შემადგენლობაში მან 8 მატჩში 2 გოლი გაიტანა.