Belive

"ორი ოქროს ბურთი უნდა იყოს" - გვარდიოლას პასუხი, თუ ვინ მოიგებს ოქროს ბურთს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ "სიტის" მთავარმა მწვრთნელმა - პეპ გვარდიოლამ მოახლოებულ ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ისაუბრა.

"ყოველთვის ვამბობდი, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე 2 ოქროს ბურთი უნდა თამაშდებოდეს - ერთი მესისთვის და მეორე სხვა ფეხბურთელებისთვის.

ჩვენ ტრებლი მოვიგეთ, ჰოლანდმა მილიონი გოლი გაიტანა და ჩვენს წარმატებაში ერთ-ერთი უმთავრესი წვლილი შეიტანა, მაგრამ აქ არის ერთი დიდი მაგრამ...

მეორე მხარეს მესია, რომელმაც მსოფლიო თასი მოიგო, არ ვიცი რა უნდა ვთქვა. ჰოლანდი იმსახურებს, მაგრამ იმსახურებს მესიც.

თუ ვინ უფრო იმსახურებს, მაგას 30 ოქტრომბერს გავიგებთ. მესისთან ოქროს ბურთის მოგება თითქმის შეუძლებელია, რადგან თუ ის ოქროს ბურთზეა წარდგენილი, ანუ მას არანორმალურად მაგარი სეზონი ჰქონდა და თითქმის შეუძლებელია მას აჯობო..." - პეპ გვარდიოლა

შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოება 30 ოქტრომბერს, პარიზში შედგება.

სხვა სტატიები