რეალმა ატლეტიკოს მოუგო - რა ვნახეთ მადრიდულ დერბიში?
ლა ლიგის 29-ე ტურში მადრიდული დერბი შედგა. რეალმა ატლეტიკოს უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა - დერბის ჰქონდა ყველაფერი, რითაც ეს მატჩი ფასობს: ულამაზესი გოლები, დაძაბულობა, წითელი და მსაჯობის განხილვა.
პირველი ტაიმი სტუმრებმა 0:1 მოიგეს - ადემოლა ლუკმანმა ჯოვანი სიმეონეს ბრწყინვალე გადაცემა გამოიყენა და ატლეტიკო დააწინაურა. მეორე ტაიმის 3-წუთიან მონაკვეთში (52-55 წუთი) რეალმა უკვე წინ გასვლა მოახერხა, ჯერ ვინისიუსმა გაიტანა პენატით, შემდეგ კი ფედე ვალვერდემ გააკეთა ის, რაც ბოლო შეხვედრებში ყველაზე უკეთ გამოსდის - ურუგვაელმა ბოლო 5 თამაშში მეექვსედ გაიტანა.
66-ე წუთზე ნაველ მოლინამ შორიდან გაისროლა და ანგარიში გაათანაბრა. მოლინამ ხეტაფესთან, 28-ე ტურის შეხვედრაშიც საოცარი სილამაზის გოლი გაიტანა. მატჩის ბედი ბრაზილიელმა ვინგერმა გადაწყვიტა - ვინისიუსმა თავის სტილში, შორეულ კუთხეში გაახვია გამარჯვების მომტანი ბურთი.
77-ე წუთზე ფედე ვალვერდემ პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო და მასპინძლები 10 კაცით დატოვა, თუმცა სამეფო კლუბმა მოგება ხელიდან აღარ გაუშვა.
FEDE VALVERDE HAS BEEN GIVEN A RED CARD FOR THIS!!!??
— 𝐟𝐞𝐝𝐞𝐯𝐚𝐥𝐯 (@heis_fede) March 22, 2026
NEGREIRA NEVER LEFT!! PATHETIC!!
pic.twitter.com/EKlhH4Dsy6
არა მგონია, რომ მსაჯობა იყოს ჩვენი ვერგამარჯვების მიზეზი, ჩვენ გვქონდა შანსი, გამოგვეყენებინა შექმნილი კარგი შესაძლებლობები, მაგრამ ვერ შევძელით საბოლოო ნაბიჯის გადადგმა და მატჩის მოგება, სადაც სულ მცირე ცოტა მეტს ვიმსახურებდით. - განაცხადა მატჩის შემდეგ ატლეტიკოს მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ
საკუთარი მატჩი მოიგო ბარსელონამაც (რაიო ვალეკანოსთან/1:0) - ლა ლიგას სწორედ კატალონიელები ლიდერობენ 73 ქულით. მეორეზე რეალია და ბარსას 4 ქულით ჩამორჩება, ატლეტიკო კი მეოთხეზეა და ვილიარეალს 1 ქულით ჩამორჩება.