რეალის შემადგენლობა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატისთვის
რეალი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე 34-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა.
განაცხადში რამდენიმე ახალწვეული, მათ შორის ტრენტ-ალექსანდერ არნოლდი და დინ ჰუისენი მოხვდნენ:
მეკარეები - კურტუა, ლუნინი, ფრან გონსალესი, მესტრე
მცველები - კარვახალი, მილიტაო, ალაბა, ტრენტი, ლუკას ვასკესი, ფრან გარსია, რუდიგერი, მენდი, ჰუისენი, იუსი, ხაკობო რამონი, ასენსიო, ფორტეა, დიეგო აგუადო
ნახევარმცველები - ბელინგემი, კამავინგა, ვალვერდე, მოდრიჩი, ჩუამენი, არდა გიულერი, სებალიოსი, ჩემა ანდრესი, მარიო მარტინი
თავდამსხმელები - ვინისიუსი, მბაპე, როდრიგო, ენდრიკი, ბრაჰიმი, გონსალო გარსია, ვიქტორ მუნიოსი
რეალი ტურნირის H ჯგუფში მადრიდის ალ ჰილალთან, პაჩუკასთან და ზალცბურგთან ერთად იასპარეზებს. მადრიდული გრანდი პირველ მატჩს ოთხშაბათს, 18 ივნისს, ალ ჰილალის წინააღმდეგ გამართავს.
პირველ 32-გუნდიან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს 2025 წელს ამერიკის შეერთებული შტატები უმასპინძლებს. ტურნირი 15 ივნისს დაიწყება და 13 ივლისს დასრულდება.
ფიფას გადაწყვეტილებით, 32 გუნდიდან ოკეანეთს - 1, აზიას, აფრიკასა და ჩრდ. ამერიკას 4-4, სამხრეთ ამერიკას - 6, ევროპას კი 12 წარმომადგენელი ეყოლება. 32-ე გუნდი კი მასპინძელი ქვეყნიდან იქნება.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფები:
A ჯგუფი - პალმეირასი, პორტუ, ალ აჰლი, ინტერ მაიამი
B ჯგუფი - პსჟ, ატლეტიკო, ბოტაფოგო, სიეტლი
C ჯგუფი - ბაიერნი, ოკლენდ სიტი, ბოკა ხუნიორსი, ბენფიკა
D ჯგუფი - ფლამენგო, ესპერანსი, ჩელსი, ლოს ანჯელესი/ამერიკა
E ჯგუფი - რივერ პლეიტი, ურავა რედ დაიმონდსი, ინტერი, მონტერეი
F ჯგუფი - ფლუმინენსე, დორტმუნდი, ულსანი, მამელოდი სანდაუნსი
G ჯგუფი - მანჩესტერ სიტი, ვიდადი, ალ აინი, იუვენტუსი
H ჯგუფი - რეალი, ალ ჰილალი, პაჩუკა, ზალცბურგი
📋 ¡Nuestra lista de jugadores inscritos para el Mundial de Clubes!@FIFACWC | #TakeItToTheWorld | #FIFACWC pic.twitter.com/W48Uua69wK
— Real Madrid C.F. (@realmadrid) June 11, 2025