Belive

რეალის ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ, ვინისიუსი გუნდს დაემუქრა, რომ ვალენსიასთან არ ითამაშებდა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ვალენსიასთან'' მატჩამდე ორი დღით ადრე, მადრიდის ,,რეალის'' სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა პოსტმა კლუბსა და ვინისიუს ჟუნიორს შორის განხეთქილება გამოიწვია.

,,სამეფო გუნდის'' ინსტაგრამ გვერდზე დაიდო ფოტო, რომელშიც ბრაზილიელი ,,რეალის'' სამკერდე ნიშანს კოცნის. ფოტოზე, ასევე, ელექტრონული მუსიკალური დუეტის - ,,Vini Vici-ს'' ლოგო იყო გამოსახული, რომელიც მაიმუნიდან დიჯეიმდე (DJ) ადამიანის ევოლუციას ასახავს.

ESPN-ის ცნობით, ვინისიუსი პოსტმა იმდენად გააბრაზა, რომ ფეხბურთელი კლუბის აღმასრულებელ დირექტორს დაუპირისპირდა და ,,ვალენსიასთან'' შეხვედრის გამოტოვებით დაემუქრა.

საქმეში ხოსე ანხელ სანჩესის ჩარევის შემდეგ, ინსტაგრამიდან ფოტო მალევე წაიშალა. როგორც ESPN წერს, დირექტორი დათანხმდა თავდამსხმელის მოთხოვნას და მომავალში ,,რეალის'' სოციალური მედიის კონტენტის დამტკიცება უფრო მკაცრ პროტოკოლს გაივლის.

უსიამოვნო ინციდენტის მიუხედავად, ვინისიუსმა ,,ვალენსიასთან'' ფრედ დასრულებულ მატჩში ითამაშა და მეტოქეს დუბლიც შეუსრულა.

სხვა სტატიები