Belive

რეალი უკრაინას 20 გენერატორს ჩუქნის

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალი'' უერთდება დონეცკის ,,შახტარის'' ინიციატივას, რომელიც ზამთარში მოსახლეობის დახმარებას ისახავს მიზნად:

,,რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვის გამო, ქვეყანაში არსებული ელექტროენერგიის დეფიციტი მილიონობით უკრაინელის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. ,,შახტარმა'' ევროპულ გუნდებს გენერატორების მოპოვებაში სთხოვა დახმარება. ფონდის მეშვეობით, ,,რეალი'' აპირებს მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას და უკრაინას 20 გენერატორი გადასცეს, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გამოიყენებენ,'' - წერია ,,სამეფო გუნდის'' განცხადებაში.

სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ,,რეალმა'' ფონდის - ,,ყველა უკრაინისთვის'' დახმარებით, უკრაინელ ხალხს მილიონ ევროზე მეტი შესწირა. თანხა განკუთვნილი იყო როგორც საკვებისა და მედიკამენტებისთვის, ასევე, საწოლებისა და სხვა აუცილებელი ნივთებისთვის.

სხვა სტატიები