Belive

რეალი სარეკორდო ტრანსფერს უმიზნებს!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც ჩანს ფლორენტინო პერესი "აიაქსთან" მარცხს სერიოზულად მიუდგა და გუნდის სასწრაფოდ გაძლიერებას გეგმავს, ამისთვის კი ძალ-ღონისა და ფინანსების დაზოგვას არ აპირებს. ვრცელდება ხმები რომ ზაფხულში სარეკორდო ტრანსფერი განხორციელდება და "რეალი" ნეიმარს შეიძენს. სატრანსფერო ღირებულება 350 მილიონი ევრო იქნება ხოლო ბრაზილიელი სეზონში 45 მილიონ ევროს მიიღებს და მის ამჟამინდელი ხელფასზე (36 მილიონი სეზონში) მეტი იქნება და ამ მაჩვენებლით იგი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ "რეალი" კილიან მბაპესაც შეიძენდა, თუმცა მსოფლიო ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი პარიზის დატოვებას არ ჩქარობს.

სხვა სტატიები