Belive

რეალი, პსჟ და მილანი რუსულ კომპანიასთან აღარ ითანამშრომლებენ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალმა", "პსჟ"-მ და "მილანმა" რუსულ კომპანია Fonbet-თან თანამშრომლობა შეწყვიტეს. ცნობილია, რომ ეს გადაწყვეტილება ევროპულმა გრანდებმა სოლიდარობის ნიშნად მაშინვე მიიღეს, როდესაც რუსეთი თავს უკრაინას დაესხა. გარდა ამისა, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანკფურტის "აინტრახტმა" ანტი-ვირუსის მიმწოდებელ რუსულ კომპანია - "კასპერსკისთან" კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. შეგახსენებთ, რომ რუსეთი ევროპული სპორტული სამყაროდან თითქმის სრულად გაირიყა. აგრესორი ქვეყნის ნაკრებებს არაერთ ტურნირზე აუკრძალეს ასპარეზობა.  

სხვა სტატიები