მაკ ალისტერი რეალის ინტერესზე: "თუ ერთხელ ცუდად ვითამაშებ, მათი ინტერესიც გაქრება"
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
TyC Sports-ის ჟურნალისტთან, გასტონ ედულთან ინტერვიუში ალექსის მაკ ალისტერმა აღიარა, რომ იცის "რეალ მადრიდის" ინტერესის შესახებ, თუმცა ის კონცენტრირებულია "ლივერპულთან" ვალდებულებები ბოლომდე შეასრულოს.
ჭორებს ვკითხულობ და სიახლეები ჩემამდეც მოდის, მაგრამ მთავარია აწმყო. რაც არ უნდა დაინტერესებული იყვნენ ჩემით, თუ რომელიმე 'უიქენდზე' ცუდად ვითამაშებ, ისინი ინტერესს დაკარგავენ.
ლივერპულში კარგად ვარ და არანაირი საჭიროება არ მაქვს, რომ კლუბის შეცვლაზე ვიფიქრო. დიდ პატივს ვცემ აქაურობას და სხვა გუნდების ხსენება ჩემგან უადგილოა. - განაცხადა მაკ ალისტერმა
არგენტინელი ვარსკვლავი, რომელიც მერსისაიდელებს 2023 წელს "ბრაიტონიდან" შეუერთდა, ახლა მადრიდის რეალის სამიზნეა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონი ახლა პირველ ადგილზეა რეალის სიაში - ნახევარდაცვის გაძლიერების კუთხით. აქამდე რეალის ნომერ პირველ ინტერესს "სოსიედადის" მოთამაშე, მარტინ ზუბიმენდი წარმოადგენდა.