რეალი ლა ლიგის თასს დახურულ კარს მიღმა ჩაიბარებს
"რეალ მადრიდი" ესპანეთის ჩემპიონის თასს კვირას "ვალდებასზე" ჩაიბარებს. ღონისძიება 9:30 წუთზე დაიწყება და დახურულ კარს მიღმა გაიმართება. ცერემონიას ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, რეალის პრეზიდენტი და პირველი გუნდის წევრები დაესწრებიან. მოგვიანებით, 14 მაისს, პრეზენტაცია უფრო დიდი მასშტაბით, რეალისა და "ალავესის" მატჩის შემდეგ, ბერნაბეუზე გაიმართება.
რეალისთვის თასი უფრო ადრეც უნდა შეეთავაზებინათ, თუმცა 11 მაისს სამეფო კლუბს "გრანადასთან" სტუმრად აქვს თამაში, გრანადას კი ლა ლიგიდან გავარდნის საფრთხე ემუქრება, ამიტომ არ ჩათვალეს მიზანშეწონილად მადრიდელებს ზეიმი გრანადას სტადიონზე გაემართათ.
ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, რეალი ჩემპიონი ოფიციალურად გახდა. "ჟირონამ" საკუთარ მოედანზე "ბარსელონა" 4:2 დაამარცხა, თავად ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდა, მეორე ადგილზე გადავიდა და მადრიდელებს 13 ქულით ჩამორჩება, რაც იმას ნიშნავს უკანასკნელ 4 ტურში ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა შეუძლებელია.