"მან შეცდომა დაუშვა" - დიეგო გოდინი ხულიან ალვარესზე
დიეგო გოდინმა, ხულიან ალვარესი ღიად გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც თავმდამსხმელმა, ზაფხულში, ბარსელონაში გადასვლის სურვილი გამოთქვა. ატლეტიკოს ყოფილმა კაპიტანმა აღნიშნა, რომ გულშემატკივრებს, არგენტინელის საქციელით იმედგაცრუების სრული უფლება აქვთ. გოდინის თქმით, ალვარესისადმი დაკარგული ნდობის აღდგენას, არგენტინელის მხრიდან, დიდი ძალისხმევა დაჭირდება.
ატლეტიკომ, ალვარესის თაობაზე, კატალონიურ კლუბთან შეთანხმებაზე უართი თქვა და კონკურენტებთან ნებისმიერ მოლაპარაკებას აარიდა თავი. მადრიდულმა კლუბმა რეალის მიერ შეთავაზებული 150 მილიონი ევროს ღირებულების შეთავაზებაც კი უარჰყო. გოდინმა, საკუთარი მოსაზრება, ალვარესის საკითხზე, გადაცემა Radioestadio Noche-ში დააფიქსირა.
ხულიან ალვარესი შესანიშნავი ფეხბურთელია. დარწმუნებული ვარ, კარგი ადამიანიცაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მან შეცდომა დაუშვა. გულშემატკივრების გაბრაზება სრულიად გასაგებია. ყველას გვესმის, რომ ფეხბურთელს შესაძლოა წასვლა სურდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორ მიდიხარ და როგორ იქცევი წასვლის დროს. ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რომ მან შეცდომა დაუშვა. ახლა კი, ამის შედეგებთან გამკლავება მოუწევს. - დიეგო გოდინი
ატლეტიკო, ლა ლიგაში, მეოთხე ადგილზეა. ექვსი მატჩის შემდეგ, მადრიდელებს 13 ქულა აქვთ. კვირას, მადრიდულ დერბიში, გუნდი რეალს დაუპირისპირდება. ამ შეხვედრაში ალვარესის მონაწილეობა კვლავ საეჭვოა. თავმდამსხმელმა ზედმეტი ფიზიკური დატვირთვის გამო, წინა ტურის შეხვედრა, რეალ სოსიედადის წინააღმდეგ, გამოტოვა.