Belive

ჯუდ ბელინგემმა რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჯუდ ბელინგემმა რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ინგლისელი ფეხბურთელი "სამეფო კლუბში" 2031 წლამდე დარჩება. 23 წლის ნახევარმცველი თავის საუკეთესო ფორმას დაუბრუნდა და გუნდშიც ერთ-ერთი მთავარი ლიდერია. ბელინგემი რეალს 2023 წელს, დორტმუნდიდან შეუერთდა და თავდაპირველი კონტრაქტი 2029 წლამდე ჰქონდა გაფორმებული.

ახალი კონტრაქტის პირობებში კი, ინგლისელი ესპანურ გრანდში კიდევ ხუთი წლით დარჩება. ჟოზე მოურინიოს ხელში, ბელინგემი თავის საუკეთესო სათამაშო თვისებებს ავლენს. პორტუგალიელმა სპეციალისტმა მას კილიან მბაპეს უკან, შეტევაში მოქმედების სრული თავისუფლება მიანიჭა. პოზიციის ცვლილებამ კი, მოედანზე მისი გავლენა მნიშვნელოვნად გაზარდა. შეტევაში შეტანილი წვლილის გარდა, ინგლისელი ნახევარმცველი კვლავ ერთ-ერთი პირველი იწყებს მაღალ პრესინგს და დაცვაშიც დაუღალავად შრომობს.

ბელინგემმა, მიმდინარე სეზონში, რვა ჩატარებულ შეხვედრაში, სამი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. მთლიანობაში კი, ინგლისელმა, რეალის მაისურით, 150 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 49 გოლი გაიტანა. ამ ეტაპზე, მადრიდის რეალი, სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზეა და პირველადგილოსან ბარსელონას ექვსი ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები