Belive

რეალი არ იტოვებს, ევროპაში თავად არ სურს | მასტანტუონო რივერ პლეიტში დაბრუნდება

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მას შემდეგ, რაც არგენტინულმა რივერ პლეიტმა ფრანკო მასტანტუონოს იჯარის თაობაზე მადრიდის რეალს მიმართა, თავად ფეხბურთელმაც გამოთქვა სამშობლოში დროებით დაბრუნების სურვილი.

რეალის პასუხი პირველ ეტაპზე იყო „არა“, რადგან ფლორენტინო პერესი თვლიდა, რომ ფრანკოსთვის იდეალური ვარიანტი რომელიმე ევროპულ კლუბში გადასვლაა, რათა ევროპულ ფეხბურთთან ადაპტაცია მარტივად მოხერხდეს. რეალმა ფრანკოს შესთავაზა ლა ლიგის გუნდებიც, მაგრამ როგორც ჩანს, თავად ფეხბურთელს არ სურს ევროპაში დარჩენა და კვლავ სამშობლოში სურს დაბრუნება.

ასევე ცნობილი გახდა, რომ 18 წლის არგენტინელი შემტევი 'სამეფო კლუბმა' ფიორენტინასთან ამხანაგური მატჩისთვის განაცხადში არ შეიყვანა, რაც იმას მიანიშნებს, რომ მის კლუბიდან გაშვებას წინ აღარაფერი უდგას.

„AS“-ის ცნობით, 'სამეფო კლუბი' ამ ეტაპზე რივერ პლეიტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რადგან ხვდება, რომ ახალგაზრდა მოთამაშე, არც ფიზიკური და არც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მოწოდების სიმაღლეზე არ დგას და მხარდაჭერა სჭირდება.

ფრანკო მასტანტუონო 'სამეფო კლუბში' 2025 წელს გადავიდა და მას შემდეგ კლუბის მაისური 23-ჯერ მოირგო, სადაც მხოლოდ 1 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები