Belive

რაულს კორონავირუსი დაუდასტურდა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" ლეგენდარულ თავდამსხმელს, რაულ გონსალეს ბლანკოს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. 43 წლის ესპანელი, რომელიც ამჟამად "სამეფო კლუბის" ახალგაზრდულ გუნდს ხელმძღვანერლობს, კარანტინში იმყოფება. როგორც AS-ი იუწება, "კასტილიას" მთავარმა მწვრთნელმა სიმპტომების აღმოჩენის შემდეგ, COVID19-ზე ტესტი ჩაიტარა, პასუხი კი დადებითი აღმოჩნდა. ცხადია, ის "ხეტაფესთან" ჩასატარებელ შეხვედრას გამოტოვებს, მის საქმეში დაბრუნებას კი "სამეფო კლუბში" იანვრის ბოლოს უნდა ელოდნენ, თუმცა ყველაფერი დაავადების დინამიკაზეა დამოკიდებული. "კასტილიას" 2021 წელს არ უთამაშია. "ბლანკოსების" ახალგაზრდულმა გუნდი ბოლო მატჩი 13 დეკემბერს ჩაატარა.

სხვა სტატიები