რატომ ვერ გახდება მანჩესტერი პრემიერ ლიგის ჩემპიონი? - გარი ნევილის განმარტება
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, გარი ნევილი, რომელიც ამჟამად Sky Sports-ში ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობს, ფიქრობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ამ სეზონში პრემიერ ლიგის ტიტულის მოსაპოვებლად ვერ იბრძოლებს, რადგანაც "წითელი ეშმაკები" გუნდურად კარგად ვერ თამაშობენ. ოლე გუნარ სულშერის გუნდი კარგ ფორმაში ნამდვილად ვერ იმყოფება, მათ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 4 მატჩიდან 3 წააგეს, თანაც თითო მათგანი პრემიერ ლიგაში, ინგლისის ლიგის თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე. "ოლდ ტრაფორდზე", "ასტონ ვილასთან" ინგლისის ელიტარული დივიზიონის მეექვსე ტურის შეხვედრაში, 88-ე წუთზე გაშვებული გოლით მარცხის შემდეგ, პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვან კლუბს კრიტიკის ქარცეცხლი არ დაჰკლებია, კრიტიკოსთა რიგებში კი კლუბის ყოფილი მარჯვენა მცველიც აღმოჩნდა.
Gary Neville on his podcast today👀pic.twitter.com/MX62LESTEP — Yahya (@UtdYahz) September 26, 2021
"მე ეს მაშინაც კი ვთქვი, როდესაც ისინი იმარჯვებდნენ. მაშინაც კი როდესაც კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა. ჩემი აზრით, ისინი არ თამაშობენ საკმარისად კარგად როგორც გუნდი, რომელიც ამ ლიგის მოსაგებად იბრძვის. ისინი არ თამაშობენ გუნდურად საკმარისად კარგად. მე ვფიქრობ, რომ თქვენ უნდა იყოთ ერთიანნი, როგორც თამაშის დროს, ისე მის გარეთ და როდესაც მხოლოდ მომენტებში აკეთებთ ამას, ეს მომენტები არ გამოგადგებათ გარკვეულ მატჩებში. წარმატებისთვის შენ თამაშის ნიმუშები გჭირდება. შენ გჭირდება თამაშის მეთოდი და ამ მომენტში მე ვხედავ ინდივიდთა ჯგუფს, რომლებიც თამაშობენ მომენტებში, გარკვეული შაბლონებითა და კომბინაციებით. მაგრამ მაინც გუნდი, სადაც ზოგი საკმაოდ ახალია: კრიშტიანუ რონალდუ, რაფაელ ვარანი, ჯეიდონ სანჩო, მაგრამ ისინი უნდა შევკრიბოთ გუნდურად და დავიწყოთ თამაშის სტილის განსაზღვრა. როდესაც კარგად ვერ თამაშობთ, შემდეგ ეს ყველაფერი შედეგშიც აისახება. როგორებიც ისინი არიან ამ მომენტში, მათ ყოველთვის ექნებათ "ასტონ ვილას" წინააღმდეგ წინა შაბათის ჩატარებული მატჩის მსგავსი დღეები. მათ ექნებათ ოთხი ან ხუთი შეხვედრა, საიდანაც მხოლოდ ორს მოიგებენ, მაგრამ შემდეგ წავლენ და 15 შეხვედრას მოიგებენ და იქნებიან დაუმარცხებელი მეტოქის სტადიონებზე. ეს არის გუნდის ტიპი. მე მათ ვუწოდებ უცნაურ ჯგუფს, რადგან მე მაინც ვუყურებ მათ და ვფიქრობ მათზე, როგორც გუნდზე, რომელიც მატჩებს მხოლოდ კონკრეტულ მომენტებში იგებს. მე ვუყურებ "ჩელსის", "ლივერპულსა" და "მანჩესტერ სიტის", ისინი გუნდები არიან. მათ გუნდური შეედრები ჩაატარეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ "იუნაიტედი" არასოდეს აკეთებს ამას, მაგრამ ოლემ ახლა გუნდი უნდა გააერთიანოს", - თქვა 46 წლის ინგლისელმა.