Belive

რატომ თქვა იულიან ნაგელსმანმა უარი მადრიდის რეალში მუშაობაზე?

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ლაიფციგის" მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა გაამხილა, რომ მას მადრიდის "რეალში" დასაქმების ვარიანტი ჰქონდა, თუმცა უარი განაცხადა და ამ განცხადების მიზეზებზეც ღიად ისაუბრა. ახალგაზრდა გერმანელი სპეციალისტის თქმით, ეს ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როცა ის "ჰოფენჰაიმს" თავკაცობდა. "მნიშვნელოვანია გქონდეს კარიერული გეგმა სწორი ნაბიჯების გადასადგმელად. მართალია, რომ "რეალიდან" დამირეკეს. მე არ ვიყავი ერთადერთი, ვისაც ისინი დაუკავშირდნენ.  მათ სურდათ ჩემთან საუბარი, ჩემი გაცნობა და ჩემი ფილოსოფიის შესწავლა. მე სწორი გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ეს არ იყო ადვილი, რადგან მადრიდის "რეალი" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბია. ეს რომ მომავალში მომხდარიყო, შესაძლოა მათ ჩემგან სხვა პასუხი მიეღოთ, მაგრამ ორი წლის წინ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. მე არ მქონდა დრო ენის სწავლისთვის, ასევე, არც საერთაშორისო ასპარეზზე მუშაობის დიდი გამოცდილება გამაჩნდა. მაშინ "ჰოფენჰაიმში" ვიყავი და საერთაშორისო სარბიელზე მხოლოდ 1 მატჩი გვქონდა მოგებული. ასე რომ, ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე გამართლებული იყო. "ლაიფციგში" მუშაობა ჩემი კარიერისთვის საუკეთესო ვარიანტი გახლდათ", - თქვა 33 წლის მწვრთნელმა. ნაგელსმანის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში, "ლივერპულთან", საშინაო არენაზე (0:2) დამარცხდა. საპასუხო შეხვედრა "ენფილდზე", 11 მარტს შედგება.

სხვა სტატიები