Belive

რატომ გაათავისუფლა დე ლაურენტისმა გარსია? - ნაპოლის პრეზიდენტის პასუხი

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, გუნდიდან რუდი გარსიას გაშვების დეტალებზე ისაუბრა:

,,მისი ბოლო მატჩის წინ (ემპოლისთან 0:1), გასახდელში შევედი. ვკითხე, დარწმუნებული იყო თუ არა თავის დაყენებულ შემადგენლობაში, რაზეც მიპასუხა: ,,ნება მომეცით, ჩემი საქმე გავაკეთო!'' როცა მსგავს რამეს ასეთი ტონით გეუბნებიან, ან მაშინვე სასეირნოდ აგზავნი ან ჩუმდები.

შესვენებაზე გასახდელში კიდევ ერთხელ შევედი და ვუთხარი: ,,რა ჯანდაბას აკეთებ? გინდა, რომ სამსახურიდან გაგათავისუფლო? ასე დასრულდა ყველაფერი.'' - აურელიო დე ლაურენტისი

რუდი გარსია ,,ნაპოლის'' მთავარ მწვრთნელად 15 ივნისს დაინიშნა და გუნდში 14 ნოემბრამდე იმუშავა. მისი ხელმძღვანელობით იტალიის მოქმედმა ჩემპიონებმა 16 შეხვედრა ჩაატარეს - 8 მოიგეს, 4 წააგეს და 4 ფრედ დაასრულეს.

ფრანგი სპეციალისტი ვალტერ მაცარიმ ჩაანაცვლა, რომელიც ,,პარტენოპეის'' 2009-2013 წლებშიც წვრთნიდა.

სხვა სტატიები