რატომ დაემშვიდობნენ მადრიდისტები ალაბას სკამებით?
მადრიდის რეალის გულშემატკივრებმა, ლა ლიგის ბოლო ტურში, დავიდ ალაბა და დანი კარვახალი ემოციურად გააცილეს. ფანებმა ხელახლა შექმნეს ალაბას ლეგენდარული 'სკამის ზეიმი', ხოლო კარვახალი ცრემლებს ვერ იკავებდა, როდესაც ბრწყინვალე კარიერის შემდეგ, კლუბს დაემშვიდობა.
ბილბაოს ატლეტიკთან (4:2) მოგებულ მატჩში. როდესაც ავსტრიელი მცველი 68-ე წუთზე შეცვალეს, გულშემატკივრებმა სკამები თავს ზემოთ ასწიეს, რაც ცნობილი აღნიშვნის გამეორება იყო. 2022 წელს, პარი სენ-ჟერმენთან, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, რეალმა სასწაულებრივად შემოაბრუნა მატჩი და 3:1 გაიმარჯვა (ორი მატჩის ჯამში 3:2), სწორედ მაშინ, გამარჯვების ნიშნად აფრიალებდა ალაბა სკამს, რაც მადრიდისტებისთვის დაუვიწყარ მოგონებად დარჩა.
ალაბა 2022 წელს, პსჟ-სთან, ბენზემას გოლის შემდეგ
მორცხვი ვარ, მაგრამ ყველაფრისთვის დიდი მადლობა. ძალიან ვისიამოვნე თქვენთან ერთად გატარებული ხუთი წლით. მადლობა თქვენი სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. ერთად ბევრი წარმატება გვქონდა.
განსაკუთრებით მადლობა, რომ ჩემ გვერდით იყავით კარიერის ძალიან რთულ პერიოდში, მუხლის ტრავმის გამო. მოდით, გავაცილოთ ლეგენდა და წარმოუდგენელი ადამიანი - დანი კარვახალი! - განაცხადა ალაბამ რეალში ბოლო თამაშის შემდეგ
გუშინდელ მატჩში გააცილეს კლუბის ლეგენდა და კაპიტანი, დანი კარვახალიც. ესპანელმა მარჯვენა მცველმა, სამეფო კლუბში, საერთო ჯამში, 26 წელი გაატარა.
📸 Las mejores imágenes de las despedidas de Carvajal y Alaba en el Santiago Bernabéu. pic.twitter.com/W1FDe5WI8O
— El Chiringuito TV (@elchiringuitotv) May 24, 2026